22:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-07 00:56:51, 714 ნახვა

სამართალი
ბათუმში, უბედური შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა

ბათუმში, ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევის შედეგად 16 წლის მოზარდი დაიღუპა.

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოზარდი ხიდიდან გადავარდა. წინასწარი ვერსიით, იგი შესაძლოა სატვირთო მატარებელს ან მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს დაეცა. პოლიციელები მომხდარის შესაძლო გარემოებას იკვლევენ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიციელებუ, თუმცა მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics