18:10 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-03 10:37:49, 16148 ნახვა

ომი უკრაინაში
რუბიომ კიევისადმი შეუზღუდავი მხარდაჭერის გაგრძელებას არარეალური უწოდა

Fox News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუბიომ განიხილა პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკური დოქტრინა, რომელსაც მან „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ უწოდა. რუბიომ შეეხო ირანის ბირთვულ საკითხს, 19 ქვეყნის, ძირითადად ავღანეთის მოქალაქეებისთვის ვიზების აკრძალვას და უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებს.

მისი თქმით, ამ მოლაპარაკებებში მთავარი სადავო საკითხი დაახლოებით 30-50 კმ² ტერიტორია და დონეცკის რეგიონის 20% არის. რუბიომ აღნიშნა, რომ ვაშინგტონის გეგმა მოიცავს კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებას, მისი სუვერენიტეტის შენარჩუნებას და არა მხოლოდ ეკონომიკის აღდგენის, არამედ 10 წლის განმავლობაში რუსეთის მშპ-ს გადაჭარბების შესაძლებლობასაც. თუმცა, სახელმწიფო მდივანმა კიევისადმი შეუზღუდავი მხარდაჭერის გაგრძელებას არარეალური უწოდა, ისევე როგორც არარეალურია მოსკოვისთვის ომის კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics