23:39 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-09 13:10:17, 865 ნახვა

ეკონომიკა
Global Private Banker: საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება საუკეთესოა საქართველოში

საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულება Global Private Banking Innovation Award-ის ფარგლებში, საუკეთესოდ დასახელდა საქართველოში.

გამარჯვებულების გამოსავლენად, Global Private Banker-ი სხვადასხვა კრიტერიუმებს ეყრდნობა, მათ შორის, ციფრულ ინოვაციებს, მომხმარებლის გამოცდილებას და ჩართულობას, ფინანსურ და ბიზნეს შედეგებსა და კორპორატიულ სტრატეგიას.

აპლიკაციების საფუძველზე, ფინანსური ინსტიტუტები აზიარებენ საკუთარ გამოცდილებას იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ტექნოლოგიების დახმარებით საბანკო შეთავაზებების შექმნას, რომელიც მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებს სრულად ერგება და გამორჩეული საბანკო გამოცდილებას განაპირობებს.

 „წელს, Global Private Banking Innovation Awards 2025-ის ფარგლებში რეკორდული განაცხადების რაოდენობა შემოვიდა. გამარჯვებულებს შორის კი დასახელდნენ ისეთი ფინანსური ორგანიზაციები, როგორებიც არიან: Deutsche Bank Private Bank, Bank of America Private Bank, HSBC Global Private Banking და Maybank Private. ჩვენ გვჯერა, რომ კერძო ფინანსური ინსტიტუტები გააგრძელებენ მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომების შენარჩუნებას საკუთარი სერვისებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში, რაც შესაძლებლობას მისცემს მათ, მომხმარებლებს შესთავაზონ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე მორგებული გამოცდილება“, - ვკითხულობთ Global Private Banker-ის განცხადებაში.

მოხარული ვართ, Global Private Banker-ის მიერ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებისთვის მონიჭებული აღიარებით, რომელიც დაფასებაა ჩვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ გაწეული ძალისხმევის - შევქმნათ საქართველოში საუკეთესო პრემიუმ საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.

ჩვენი მიზანი ერთია - დავეხმაროთ ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, სწორედ ამიტომ, ჩვენი ბანკირები და ჩვენი გუნდის წევრები ყოველ ნაბიჯზე მომხმარებლების გვერდით არიან და სთავაზობენ მხარდაჭერას მათი მიზნების განხორციელების პროცესში. ადამიანური კავშირები, წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტები და მუდმივი სწორება ინოვაციასა და განვითარებაზე არის ის, რაც ქმნის საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულებას - Global Private Banker-ის მიერ საქართველოს ბანკის პრემიუმ მიმართულების საუკეთესოდ აღიარება საქართველოში კი თითოეული გუნდის წევრისთვის წარმოადგენს სტიმულს, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ჩვენი სერვისები და პროდუქტები, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ ინდივიდუალურად მათ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე მორგებული პრემიუმ გამოცდილება და შევქმნათ საუკეთესო ბანკი საქართველოში“, - დეა კილაძე, საბანკო საქმიანობის ჯგუფის უფროსი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics