12:58 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 20:17:54, 949 ნახვა

სხვადასხვა
არქეოლოგებმა ეგვიპტეში სავარაუდოდ ნეფერტიტის სამარხი აღმოაჩინეს

იაპონელმა არქეოლოგებმა ეგვიპტეში სავარაუდოდ ნეფერტიტის სამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერებმა სპეციალური მოწყობილობებით სკანირება ტუტანხამონის სამარხს ჩაუტარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მეცნიერებმა ტუტანხამონის სამარხის უკან  2  საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს, რომელშიც ორგანული მასალა შენიშნეს. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სწორედ ამ ადგილას ძველი ეგვიპტის დედოფალი იყოს დაკრძალული.

არქეოლოგები აღმოჩენილი ოთახებისთვის განმეორებითი სკანირების ჩატარებას გეგმავენ. 

ცნობისთვის, ნეფერტიტი ეგვიპტელი ფარაონის ეხნატონის მეუღლე იყო. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ეხნატონის შვილი იყო ტუტანხამონიც. მეცნიერები ამიტომ ვარაუდობენ, რომ დედოფლის საფლავიც ფარაონის სამარხში უნდა იყოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics