18:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 16:22:12, 931 ნახვა

კომენტარი
კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემა ფუნდამენტურ ცვლილებებს საჭიროებს

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და ის აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უნივერსიტეტიში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რეფორმა განათლების სისტემაში, ისევე როგორც უნივერსიტეტში, აუცილებელია.

მისივე თქმით, მთავრობას ამისათვის 4 პუნქტიანი გეგმა აქვს შემუშავებული. თუმცა, აქვე პრემიერი აცხადებს, რომ სიტუაციის ესკალაცია დაუშვებელია.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი და ის აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხ პუნქტიანი რეფორმების. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს და მე ერთის მხრივ მე ვიზიარებ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ, მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი სტუდენტებს კიდევ ერთხელ თხოვნით მისცენ საშუალება მთავრობას გაატარონ ის ცვლილებები, რომელსაც თავად ითხოვენ. კვირიკაშვილის თქმით, ახალგაზრდების სულისკვეთებას ის სრულად იზიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics