02:10 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 17:56:20, 1405 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ცეცხლის შეწყვეტა მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში ვიზიტის დროს თქვა, რომ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი და მოუწოდა დასავლელ პარტნიორებს, მოსკოვზე წნეხი გააძლიერონ.

"ჩვენ გვჯერა, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, დღეიდანაც კი და სულ მცირე 30 დღე უნდა გაგრძელდეს, რათა დიპლომატიისთვის რეალური შანსები გაჩნდეს" – თქვა ზელენსკიმ. 

ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დამატებითი წნეხის გარეშე პუტინი არ გადადგანს ქმედით ნაბიჯებს ომის დასასრულებლად. 

"ჩვენ გვჯერა, რომ წნეხის მომატების გარეშე, რუსეთი რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს ომის დასასრულებლად. დღეს 54-ე დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთმა იგნორი გაუკეთა აშშ-ს შეთავაზებას ცეცხლის სრულად შეწყვეტაზე" – ამბობს ზელენსკი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics