19:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 14:50:53, 925 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია

საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს - გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთზე ზეწოლა ჯერ კიდევ არასაკმარისია და ამას ადასტურებს რუსეთის ყოველდღიური დარტყმები უკრაინაზე. წუხელ კიევის წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, ხოლო დრონები რეგიონს დაესხნენ თავს. დარტყმები. ასევე დარტყმა განხორციელდა მიკოლაივის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის და ჩერკასის რეგიონებში. საჰაერო თავდასხმების რაოდენობა იზრდება. ასე ავლენს რუსეთი თავის ნამდვილ ზრახვებს - გააგრძელოს ტერორი მანამ, სანამ მსოფლიო ამის საშუალებას მისცემს“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მათ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის წინააღმდეგ 1 460-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, 670-მდე თავდასხმის დრონი და 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

„ეს თავდასხმები არის პუტინის პასუხი ყველა საერთაშორისო დიპლომატიურ ძალისხმევაზე. თითოეულმა ჩვენმა პარტნიორმა - შეერთებულმა შტატებმა, მთელმა ევროპას, მთელმა მსოფლიომ - დაინახა, რომ რუსეთი აპირებს ომისა და მკვლელობების გაგრძელებას. ამიტომ არ შეიძლება ზეწოლის შემსუბუქება. ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს უსაფრთხოების გარანტირებასა და მშვიდობის დაახლოებისკენ“, - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics