02:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-29 10:14:51, 1097 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთი დნიპროს დრონებით თავს დაესხა - არიან დაღუპულები, მათშორის ორსული ქალი

რუსეთმა უკრაინაში ქალაქ დნეპრზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ლისაკი ავრცელებს. ცნობები ადგილობრივ ტელეგრამ-არხებშიც ვრცელდება.

უახლესი ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 4 ადამიანი, ხოლო დაშავდა, სულ მცირე, 15 ადამიანი.

"დნეპრში აფეთქებები ისმის. უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის გამო რამდენიმე ხანძარი გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, საცხოვრებელ სექტორში არის დაზიანებები. ყველა ინფორმაცია ზუსტდება". - წერდა ლისაკი. 

მოგვიანებით, ლისაკმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელა და თქვა, რომ იერიშების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მისივე ცნობით, ხანძრები სარესტორნო კომპლექსში, მრავალსართულიან კორპუსსა და კერძო სახლებში გაჩნდა. 

ლისაკის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული 27 წლის ორსული ქალია, დაშავებულთაგან ორი კი 69 წლის კაცი და ქალი არიან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics