13:34 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-02 14:21:43, 649 ნახვა

სპორტი
ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ოლიმპიადაზე მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალში ტედი რინერთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო ექვსთვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

თუშიშვილსა და ფრანგ ძიუდოისტ ტედი რინერს შორის ინციდენტი მოხდა, რის გამოც ქართველი მოჭიდავე დისკვალიფიცირებული იყო და რეპრიზში მონაწილეობა ვერ მიიღო. გარდა ამისა, არასპორტული ქცევის გამო გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. თუშიშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ილია სულამანიძემ (100 კგ-მდე) შეცვალა.

სადისციპლინო კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ 29 წლის თუშიშვილი საერთაშორისო ტურნირებზე 2025 წლის 25 თებერვლამდე ვერ მიიღებს მონაწილეობას.

თუშიშვილი 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი 100 კგ-ზე მეტ წონით კატეგორიაში და 2017 წლის ევროპის ჩემპიონია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics