|
2024-09-02 09:00:17, 460 ნახვა
რეგიონი
კასპში ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი - ჭიდაობა სამბოში გაიმართა
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ფედერაციამ კასპის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ქალაქ კასპში ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის, ევროპის ჩემპიონის ვანო გამხიტაშვილის მემორიალური ტურნირი - ჭიდაობა სამბოში (ახალგაზრდებში) გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ტურნირის მიზანი სამბოს პოპულარიზაცია, მონაწილეთა ოსტატობის ამაღლება და საქართველოს ნაკრები გუნდისთვის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებისათვის კანდიდატების შერჩევა იყო. “ტურნირის გამარჯვებულები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ოქტომბერში, კვიპროსში გამართულ მსოფლიო პირველობაზე მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს სამბოს ეროვნული ნაკრების ფედერაციის პრეზიდენტმა, გია გაზდელიანმა კასპის მუნიციპალიტეტის მერს, ვახტანგ მაისურაძეს ჭიდაობა სამბოს ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი გადასცა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)