15:48 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 12:10:06, 904 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი სოფელ ახალქალაქში სკვერის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე ადგილზე გაეცნენ.

"სკვერი “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ეწყობა.

პროექტს ი/მ „ნინო ჯუხარიძე“ ახორციელებს, რომლის ბიუჯეტი 39 892 ლარია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დეკორატიული კედლის, გარე წყალსადენის და კანალიზაციის ქსელის, გარე განათების, სასმელი წყლის „სოკოს“ მოწყობა.

დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება სკვერის ბილიკები,  დამონტაჟდება სკამები და ნარჩენის ურნები. დაირგვება ნარგავები და გამწვანდება სკვერის ტერიტორია",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics