22:19 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-16 23:58:24, 1290 ნახვა

სამხედრო
ბელორუსის ტერიტორიიდან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება -უკრაინის გენშტაბი

ბელორუსის ტერიტორიიდან კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება; - ამის შესახებ, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.

გენშტაბის ინფორმაციით, მტერი სავარაუდოდ გააგრძელებს თავდასხმის ოპერაციებს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაპირისპირების მთელი ხაზის გასწვრივ. ძალისხმევა მიმართული იქნება პოპასნას, რუბიჟნეს, მარიუპოლის ხელში ჩაგდებაზე, ასევე უგლედარისა და მარინკას რაიონებთან მისასვლელად. მტერი ასევე ემზადება შეტევისთვის კურახოვსკის და ავდეევსკის მიმართულებით;
ქალაქ ხერსონში რუსული ძალები ავრცელებენ პროპაგანდისტულ პლაკატებს ოკუპანტებთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ. პარალელურად გრძელდება მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება და ტერორი.
რუსეთის მონაცემებით, უკრაინის არმიამ 23 367 ადამიანი დაკარგა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან 2500-3000 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
ოდესასთან ახლოს ჩამოაგდეს უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი, რომელმაც იარაღის დიდი პარტია მიაწოდა, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები აწვდიან უკრაინას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics