16:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-01 13:46:49, 17539 ნახვა

ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე - სადაც შესაძლებელია, პერსონალი უნდა გაიყოს ორად, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც სულ უნდა იყვნენ სამსახურში

„იქ სადაც შესაძლებელია, პერსონალი უნდა გაიყოს ორად, რომელიც იმორიგევებს ორკვირიანი ინტერვალებით“, - ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ეს შეუძლებელია, რადგან მისივე თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად უნდა იყვნენ სამსახურში.

„დარეზერვება დიდი ხანია უკვე როდესაც, ჩვენი რჩევა იყო ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, იქ სადაც შესაძლებელია პერსონალი უნდა გაიყოს ორად, რომელიც იმორიგევებს ორკვირიანი ინტერვალებით, ეს იმის საშუელაბს მოგვცემს ნებისმიერ დაწესებულებაში, რომელმაც უწყვეტი ციკლით უნდა იმუშავოს, მათ შორის საავადმყოფოებსაც. ჩვენთან ლაბორატორიაში სამწუხაროდ შეუძლებელია ეს. რადგან ძალიან გადატვირთულია სამუშაოთი, მაგრამ ლუგარის საავადმყოფოში ამის შესაძლებლობა არის და იქ, ორი კვირა მუშაობს ერთი ბრიგადა, მეორე სახლიდან მუშაობს ამ პერიოდში, შემდეგ ეს ბრიგადა იცვლება და შემდეგი ორი კვირა მუშაობენ.

არიან ადამიანები, რომლებიც ყოველთვის უნდა იყვნენ სამსახურში, ეს არის მიღებული პრაქტიკა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს”, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics