14:27 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 17:51:53, 829 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსის ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. საქართველომ, როგორც პარტნიორმა ქვეყანამ, პირველად მიიღო მონაწილეობა მსგავსი ტიპის 28+6 ფორმატის შეხვედრაში.

სხდომა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში შეტანილი წვლილისთვის. როგორც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას საშუალება ჰქონდა ქართული ქვედანაყოფები პირადად მოენახულებინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. გენერალმა იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობასა და უახლოეს მომავლში დაგეგმილ კონტრიბუციაზე ისაუბრა.

პარტნიორობის სესიაზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებზე, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის მისიების უკეთ ორგანიზებას, როგორიცაა ძალთა დაგეგმვა, უზრუნველყოფა და მხარდაჭერა.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics