12:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 11:28:40, 999 ნახვა

სამართალი
ერთმა პირმა ქუთაისში, პოლიციის შენობის მიმართულებით სანადირო თოფიდან გაისროლა, ფასადი და კარი დაზიანდა

შსს-ს ცნობით, ერთმა პირმა ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა - შედეგად შენობის ფასადი და კარი დაზიანდა:

 "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული კ.გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, არაყიშვილის ქუჩაზე მდებარე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის მიმართულებით გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გაისროლა, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ფასადი და კარი.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერს შსს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics