18:01 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 13:49:15, 992 ნახვა

კომენტარი
იან კელი: ჩემთვის დამაიმედებელია, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა ჰპოვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის შესვლას გამოეხმაურა.

როგორც კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის დამაიმედებელია, რომ საქართველოს მხარდამჭერმა რეზოლუციის პროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა ჰპოვა.

„საქართველოში წარმოვადგენ ამერიკის პრეზიდენტის და შეერთებული შტატების აღმასრულებელ შტოს და ტექსტთან დაკავშირებით კონკრეტიკაზე ვერ ვისაუბრებ იმ რეზოლუციურ პროექტზე, რომელიც შესულია წარმომადგენლობით პალატაში, კონგრესში, თუმცა ჯერ არაა დამკტიცებული. ამავე დროს, ჩემთვის დამაიმედებელია, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტმა ორპარტიული მხარდაჭერა მოიპოვა. გასული კვირას საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა ვაშინგტონში და ერთობლივი კონფერენციის დროს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ერრთმნიშვნელოვნად დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდჭერა. მან ასევე ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ აუცილებელი და მნიშვნელოვანია რუსეთმა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც 2008 წლის შეთანხმებით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა იან კელიმ.

ცნობისთვის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა - ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თაობაზე ორპარტიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრირეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics