01:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-28 12:20:00, 4338 ნახვა

სამხედრო
მრავალეროვნული სწავლება - ETERNITY 2024 დასრულდა

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება - ETERNITY 2024 დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, სამედიცინო ევაკუაციისა და სხვა ამოცანები შეასრულეს.

"საველე წვრთნებში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიც მონაწილეობდა. 

საჩვენებელი სწავლების შემდეგ, სტუმრებმა გადაინაცვლეს კრწანისის სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრში, სადაც საშტაბო კომპონენტს გაეცნენ და სწავლების შესახებ შემაჯამებელი ბრიფინგი მოისმინეს. 

დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ, საქართველოში თურქეთის ელჩმა - ალი ქაან ორბაიმ, ასევე, ორივე ქვეყნის მაღალი რანგის სამხედროებმა ETERNITY 2024-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს. 

საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2024 თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის ორგანიზებით ჩატარდა. სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics