19:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-05 19:50:14, 1818 ნახვა

სპორტი
ჯონ ქერი: რუსეთთან კონფლიქტი არ გვსურს

„ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი რუსეთთან, არც პრეზიდენტ პოროშენკოს, არც შტატებს  და არც ევროპულ გაერთიანებას. ჩვენ საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარება გვსურს“,-ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მინისტრმა  ჯონ ქერიმ  უკრაინის პრეზიდენტთან პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას განაცხადა.

ქერის თქმით,აშშ „თვალს ვერ დახუჭავს“ იმაზე,  თუ როგორ შედიან რუსეთის ტანკები უკრაინაში და კვეთენ მის საზღვარს.

„ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი რუსეთთან, ეს არავის არ  სურს, არც პრეზიდენტ  პოროშენკოს არც შეერთებულ შტატებს  და არც ევროპულ გაერთიანებას. ჩვენ საკითხის დიპლომატიური გზებით მოგვარება  გვინდა, მაგრამ  თვალს ვერ დავხუჭავთ იმაზე, რომ ტანკები საზღვარს კვეთენ და რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე შემოდიან. აღმოსვალეთ რეგიონებში ამოუცნობი  სამკერდე ნიშნების მქონე რუსები იბრძვიან, თვალს ვერ დავხუჭავთ  სეპარატისტების თანამედროვე  შეიარაღებაზე“,-განაცხადა ქერიმ.

ამასთან აშშ-ს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ   რუსეთმა საკუთარი არჩევანი  არამარტო სიტყვებით, არამედ ქმედებით უნდა გააკეთოს.

„ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით გადაჭრა გვსურს.  დიპლომატია ჩვენი არჩევანია, მაგრამ საკუთარი  არჩევანი უნდა გააკეთოს რუსეთმაც და ეს არამარტო სიტყვებით  არ  უნდა  გამოითქვას, არამედ-  ქმედებებით. ეს  არის პატივისცემა მინკის შეთანხმების, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი. სამწუხაროდ, ძალადობა დონბასში  კიდევ  უფრო გამძაფრდა, იქ ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანები იღუპებიან“,-აღნიშნა ჯონ ქერიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics