12:39 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 17:59:45, 1317 ნახვა

უგულავა - რაც გუშინ გააკეთეს, ამას შევარდნაძეც კი არ აკეთებდა

„რაც გუშინ გააკეთეს, ამას შევარდნაძეც კი არ აკეთებდა“ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციის დროს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ივანიშვილი მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი და სოციალურად მდაბიო პიროვნება.

„ივანიშვილის პროპაგანდისტულ საშუალებებზე ეწერა, რომ გარეჯი საქართველოა. დიახ, მეგობრებო, გარეჯი საქართველოა, მაგრამ ივანიშვილი არაა საქართველო.

ივანიშვილი არის თაღლითი, ისაა მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, სოციალურად მდაბიო და პერსონალურად აფერისტი, მისი ადგილი არაა პოლიტიკაში.

რაც გუშინ გააკეთეს, ამას აკეთებდა ასლან აბაშიძე, ამას შევარდნაძეც კი არ აკეთებდა. ასლან აბაშიძე იღებდა და წერდა რასაც უნდოდა, ზუსტად ეს იყო გუშინდელი არჩევნები.

რაც გუშინ გააკეთეს, იყო ბოლო დონის მათხოვრობა. ამიტომ მეგობრებო, თუ არ გვინდა ამ უგვანო ადამიანმა 2030-მდე ჯიჯგნოს ქვეყანა, სწორი, შეჯერებული და მტკიცე ტაქტიკა იქნება საჭირო. ესაა თაღლითების ოცნება“,- განაცხადა უგულავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics