02:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-01 01:21:37, 1168 ნახვა

ელენე ხოშტარია - უპირატესობა აქვს ოპოზიციას, ხელისუფლება კი ცდილობს შეატრიალოს პირველადი სურათი

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, პირველადი საარჩევნო მონაცემებით უპირატესობა აქვს ოპოზიციას.

მისი თქმით, ამ ფონზე ხელისუფლება ცდილობს შეატრიალოს პირველადი სურათი.

„პირველ რიგში, უნდა გამოვეხმაურო იმ პირველად მონაცემებს, რომელიც იძლევა პირველად სურათს, რომ ოპოზიციას აქვს უპირატესობა. ამ ფონზე ხელისუფლება ცდილობს, რომ შეატრიალოს ეს სურათი. მთელი ოპოზიციის მთლიანი ამოცანაა, რომ ამის საშუალება არ მივცეთ. ვხედავთ, რომ როგორც პარტიულ, ასევე მაჟორიტარულ მონაცემებში პირველადი მონაცემების ჯამით ოპოზიცია იგებს. ამიტომ, ახლა ეს საათები და წუთები ძალიან მნიშვნელოვანია. ის ინფორმაცია, რაც შემოდის ვაკეში არის ის, რომ მე მაქვს უპირატესობა და ვხედავ, რომ ცესკო აქვეყნებს კოვიდუბნის აბსოლუტურად აბსურდულ ოქმს, სადაც მხოლოდ ერთი ხმა მაქვს აღებული. ეს ფაქტობრივად აბსურდია და საერთოდ, არც ჯამდება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics