13:58 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-19 16:17:03, 848 ნახვა

სამხედრო
ავღანეთში სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული აღნიშნეს

საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის  51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელანმა, დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა აღავლინა.  

სამხედრო მოძღვარმა წყალკურთხევის ცერემონიალი ჩაატარა და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დალოცა. 

სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, დეკანოზმა გიორგიმ ქართველ ჯარისკაცებთან ნათლისღების საიდუმლოსა და იოანე ნათლისმცემლის შესახებ იქადაგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics