03:15 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-02 16:29:36, 1753 ნახვა

კომენტარი Lifestyle
მანანა კობახიძე: ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მანანა კობახიძემ მოსახლეობას ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერა მიულოცა. 

როგორც კობახიძე სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქვეყანა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი აუცილებლად გახდება. 

"გილოცავთ, ყველას! ევროპარლამენტმა ჩვენი მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას 553 ხმით მხარი დაუჭირა! მადლობა ყველას, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ამ ისტორიულ საქმეში! მადლობა, პირველ რიგში, ქართველ ხალხს ევროპული არჩევანისთვის! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ისარგებლებს ყველა იმ სიკეთით, რაც განვითარებულ ეკონომიკას, სოციალურ სოლიდარობას, კანონის და სამართლის უზენაესობას მოაქვს! ამისთვის, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვიშრომოთ!", - წერს მანანა კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics