2015-03-08 10:55:33, 679 ნახვა
სამხედრო
"ნაციონალური მოძრაობა" აშშ-ში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამერიკის შეერთებულ შტატებში ორი ქართველი სამხედრო კურსანტის დაღუპვის გამო.
"საქართველოსთვის დიდი დანაკლისია ასეთი წარმატებული ახალგაზრდების დაკარგვა. ახალგაზრდების, რომლებიც ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იბრძოდნენ და ბევრი სასარგებლო საქმის საკეთებლად ემზადებოდნენ არა მარტო საკუთარი სამშობლოსათვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსათვის.ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს",-ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან