2026-03-09 21:44:35, 3418 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი „უკმაყოფილოა“ ირანის ახალი უზენაესი ლიდერის არჩევით
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის „უკმაყოფილოა“ ირანის ახალი უზენაესი ლიდერის შერჩევით.
ამის შესახებ იტყობინება The New York Post.
როდესაც რეპორტიორებს ჰკითხეს მოკლული უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მემკვიდრის - მისი შვილის, მოჯტაბა ხამენეის - მიმართ მისი განზრახვების შესახებ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „არ იტყვის“.
„ამას არ გეტყვით. მე მისით კმაყოფილი არ ვარ“, - თქვა ტრამპმა.
ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურდა პირადად ჩართულიყო ირანის შემდეგი ლიდერის განსაზღვრაში, ხამენეი უმცროსს „არავინ“ უწოდა და რომ მისი თანხმობის გარეშე ირანის შემდეგი ლიდერი „დიდხანს არ გაძლებს“.
ავტორი: ექსპრესნიუსი,