13:36 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 17:47:45, 731 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს 1000-1000 ლარი გადასცა

დედის დღესთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული 16 ჯარისკაცის 16 დედას და 6 მეუღლეს 1000 – 1000 ლარი გადასცა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანხა სულ 22-მა ქალბატონმა მიიღო.

დღესვე აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა დედის დღე 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული უმცროსი სერჟანტის - ფრიდონ თურმანიძის დედას ნარგიზ თურმანიძეს და მზია ჯაბნიძეს მიულოცეს. ფრიდონ თურმანიძე 7 აგვისტოს, 28 წლის ასაკში, გორთან, სოფელ ყელქცეულში რუსული აგრესიის შედეგად გმირულად დაიღუპა. ცხელი წერტილიდან გამოსული, უკან შებრუნდა დაჭრილი მეგობრების გამოსაყვანად, მათი სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი გამოსვლა ვეღარ შეძლო. დღეს მისი გმირობის ამბავი დედამ, მეუღლემ და შვილებმა 8 წლის ნაკომ და 11 წლის ნინიმ აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიისა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულთა ოჯახების დახმარების“ პროგრამის ფარგლებში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს აგვისტოში ომის წლისთავთან დაკავშირებით დამატებით 3 000 – 3 000 ლარს გადასცემს. პროგრამის ბიუჯეტი 80 000 ლარს შეადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics