02:01 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 18:12:27, 834 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტსა და სატყეო სააგენტოში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სპეციალისტების მივლინება იგეგმება

აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტსა და აჭარის სსიპ სატყეო სააგენტოში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან სპეციალისტების მივლინება იგეგმება.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით,პროექტის ფარგლებში ორი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში გერმანიიდან საერთაშორისო პროექტების მართვის სპეციალისტი იმუშავებს, რომელიც ადგილობრივ თანამშრომლებს საერთაშორისო პროექტების მართვის მიმართულებით რეკომენდაციებს მისცემს და ახალი პროექტების მოზიდვაში დაეხმარება.

ევროპელი სპეციალისტი ანალოგიური მიმართულებით იმუშავებს ასევე აჭარის სატყეო სააგენტოში. უცხოელი სპეციალისტების ანაზღაურებას გერმანული მხარე უზრუნველყოფს.

პროექტთან დაკავშირებით აჭარის ა/რ მთავრობის აპარატში გაიმართა შეხვედრა საქართველოში გერმანიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის სამსახურის უფროსთან, დოქტორ კატარინა დერკორნთან. შეხვედრას ესწრებოდა აჭარის ა/რ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ნაყეური და აჭარის ა/რ გარემოს დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ წულაძე.

მხარეებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლობის ხელშეწყობის, მისი ინსტიტუციური გაძლიერების, ასევე, სატყეო მეურნეობის ეფექტურად მართვის საკითხებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის მნიშვნელობაზე და ევროპული გამოცდილების ეფექტურად დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს.

უცხოელი ექსპერტების შერჩევა და აჭარის მთავრობის მუშაობის მხარდაჭერა იგეგმება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics