23:06 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 21:35:54, 5845 ნახვა

Lifestyle
ოლგა კურილენკო, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, თაყვანისმცემლებს ამხნევებს

აგენტ 007-ის ვარსკვლავი ოლგა კურილენკო, რომელსაც ლონდონის ერთ-ერთ ჰოსპიტალში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, თავს უკეთ გრძნობს. ქალბატონი თვითიზოლაციაში კვირაზე მეტია რჩება და თავის "ფოლოვერებს" ამხნევებს:

"მეგობრებო დღეს უკეთესად ვარ! სიცხემ გამიარა. ამჟამად ლონდონში ვიმყოფები. საიდან ვიცი, რომ კორონავირუსი მაქვს? ჰოსპიტალში, სადაც სიცხიანი მივედი ტესტი ამიღეს, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა.  როგორი მკურნალობა გამომიწერეს? არანაირი! უბრალოდ მითხრეს , საჭიროების შემთხვევაში სიცხის დამწევი წამალი დამელია და თვითიზოლაცია არ დამერღვია, რასაც ამ დღეების მანძილზე ვაკეთებ", - დაწერა მსახიობმა "ინსტაგრამზე".

კურილენკოს თქმით, ის ვიტამინებს იღებს, რომლებიც რა თქმა უნდა, ვირუსის პრევენციას არ წარმოარგენენ - ისინი უბრალოდ იმუნიტეტს მის დაძლევაში ეხმარებიან.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
გიგა ავალიანის დედა - დღეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა შემიმსუბუქა მდგომარეობა
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო - გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics