20:57 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 13:20:56, 4910 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე კორონავირუსზე - გლობალურად ეპიდსიტუაცია უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ეპიდსიტუაცია ყოველდღიურად უარესდება.

მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 981 შესაძლო შემთხვევა არსებობდა, საიდანაც ლაბორატორიულად მხოლოდ 40 დადასტურდა.

„გლობალურად ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია უარესდება. დღევანდელი რიცხვით დადასტურებულია 220 ათასი შემთხვევა 176 ქვეყანაში. აქედან ახალ შემთხვევათა რაოდენობა ყოველდღიურად იკლებს ჩინეთში. სერიოზული პოზიტიური ძვრაა სამხრეთ კორეაშიც. ჩინეთს გარეთ მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია ევროპა, რომლის ნაწილიც ჩვენც გახლავართ და აქედან გამომდინარე, მეტი სიფხიზლე და მეტი ყურადღება გვჭირდება. ჩინეთის შემდეგ გახლავთ იტალიაში 36 ათასამდე შემთხვევა. შემდეგ მოდის ირანი, ესპანეთი, გერმანია, აშშ, საფრანგეთი და ა.შ.

რაც შეეხება საქართველოს, დღევანდელი დილის მონაცემებით, დაფიქსირებულია 40 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. 30 იანვრიდან მოყოლებული, ჩვენთან იყო სულ 981 შესაძლო შემთხვევა, საიდანაც ლაბორატორიულად დადასტურდა მხოლოდ 40. შესაძლო შემთხვევა ნიშნავს ისეთი შემთხვევევბი, რომლებიც ჩაღრმავებულ ეპიდემიოლოგიურ და კლინიკურ გამოკვლევებს საჭიროებდა. აქედან მხოლოდ 40 შემთხვევაში დადასტურდა ლაბორატორიულად კორონავირუსული ინფექცია. ყველა ავადმყოფი მოთავსებულია სხვადასხვა საავადმყოფებში. ერთი გახლავთ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, სამი საჩხერის სამედიცინოცენტრის ინფექციურ განყოფილებაში, 2 გახლავთ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო ყველა დანამრჩენი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics