13:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 12:19:34, 7364 ნახვა

ომი უკრაინაში
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მატების შემთხვევაში, სწავლა კვლავ გადაიდება

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მატების შემთხვევაში, განათლების სამინისტროს გაეცემა რეკომენდაცია სწავლის კიდევ ერთხელ გადადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

"განათლების სამინისტროსთვის გაცემული რეკომენდაცია დამოკიდებული არის ვირუსის გავრცელებაზე, იქედან გამომდინარე თუ გვექნება მაღალი მატება, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა იყოს შეჩერებული და გადავადებული კიდევ ერთხელ. რაც შეეხება დისტანციურ სწავლებას, ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და ჩვენ ვეცდებით, რომ აკადემიური წელი ბავშვებისთვის დამთავრდეს სრული მოსწრებით", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics