17:11 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-01 17:14:53, 639 ნახვა

სამხედრო
თინათინ ხიდაშელი გორის სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული ბაზების შემდეგ გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრს გორის ჰოსპიტალის ხელმძღვანელმა რევაზ კუჭუხიძემ სამედიცინო დაწესებულების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და შესაბამისი პრეზენტაციაც წარუდგინა. თინათინ ხიდაშელმა რეპორტიორებთან ერთად ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერა და სამხედრო ჰოსპიტალში მენეჯმენტსა და მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჰოსპიტალის კონცეფციის გადახედვა იგეგმება, თუმცა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

"საავადმყოფოს პრინციპი შესაცვლელია. სამხედრო საავადმყოფო რომ უნდა გვქონდეს, ამას არავინ ეწინააღმდეგება. მეტიც, სტატუსით სამხედრო ექიმებიც უნდა გვყავდეს. უნდა მივცეთ შესაძლებლობა სამედიცინო ინსტიტუტებს, რომ ამ სპეციფიკითაც მოამზადონ კადრები. ამჯერად, ჰოსპიტალსა და კონკრეტულ უნივერსიტეტს შორის შეთანხმებით მხოლოდ ხუთი ექიმის გადამზადება ხდება. პრობლემები არსებობს მენეჯმენტის კუთხით, მცდარი მიდგომები ჩანს მართვაშიც და ეს ასეა ჰოსპიტალის დაარსების დღიდან. სამედიცინო სერვისის კონცეფცია ფუნდამენტურად არის შესაცვლელი ჯართან დაკავშირებით. ბათუმშიც გვითხრეს ერთი მაგალითი, ადლიაში გრიპი რომ შეხვდეს ჯარისკაცს, სამკურნალოდ აქ უნდა წამოიყვანონ და ამხელა გზაზე, შესაძლოა, ფილტვების ანთებაც დაემართოს. სწორედ, ამიტომ არის საჭირო ფუნდამენტური ცვლილებები“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თინა ხიდაშელის შეფასებით, სხვა მხრივ, თავად ჰოსპიტალში ნორმალური ვითარებაა და პერსონალი დაკისრებულ მოვალეობას ადეკვატურად და კვალიფიციურად უმკლავდება, თუმცა, უკეთესის მიღწევა ყოველთვის არის შესაძლებელი.

დღესვე თინათინ ხიდაშელმა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში დაღუპული ექიმების მემორიალი გვირგვინით შეამკო. სამხედრო ჰოსპიტალში ვიზიტით თავდაცვის მინისტრისა და მედიის წარმომადგენლების ტური დასრულდა.

მინისტრი დასავლეთ საქართველოში მდებარე სამხედრო ბაზებზე ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. თინა ხიდაშელმა რეპორტიორებთან და რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან ერთად ბათუმის, სენაკის, ხონის, ქუთაისის და საჩხერის სამხედრო ბაზები დაათვალიერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics