2015-07-30 17:42:17, 682 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ექსპორტის მხრივ დადებითი ტენდენცია შეინიშნება
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, ექსპორტის მხრივ დადებითი ტენდენცია შეინიშნება.
ამის შესახებ ხადურმა ჟურნალისტებს ლარის კურსის თემის კომენტირებისას განუცხადა.
კერძოდ, კითხვაზე - უნდა ველოდოთ თუ არა შემოდგომაზე ლარის უფრო მეტად გაუფასურებას, რადგან ამჟამად ტურისტული სეზონია და ლარი მაინც განაგრძნობს გაუფასურებას.
„რატომ უნდა ველოდოთ, ტურისტული ნაკადი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ვალუტის შემოდინების. გარდა ამისა, არის ვალუტის შემოდინების სხვა ნაწილები, მათ შორის ექსპორტი და მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ დადებითი ტენდენცია შეინიშნება", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან