07:29 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-30 17:15:53, 574 ნახვა

ეკონომიკა
სერგეენკოს პროგნოზით, მედიკამენტებზე ფასების კლება უცხოური კომპანიების შემოსვლის შემდეგ მოხდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების კლება გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფის გზით მოხდება.

როგორც სერგეენკომ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ქართულ ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით გარკვეულ ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

"მეთოდი, რომლითაც შეიძლება მედიკამენტების ფასების შემცირება, ბევრნაირი არსებობს, მაგრამ ძირითადად, სამი ჯგუფისაა - ერთი არის სუბსიდირება, რაც ჩვენ შემთხვევაში არასწორი იქნებოდა. ამის რესურსი ახლა არც გვაქვს. მეორე იქნებოდა ხელოვნური ზღვარის დაწესება მოგების ზღვარზე, რომელიც ასევე ჩარევაა კერძო ინდუსტრიაში და მესამე არის გამჭვირვალე კონკურენციის უზრუნველყოფა. მხოლოდ აუცილებელი პირობაა, რომ ხარისხის კონტროლის სისტემა გვქონდეს. სხვა შემთხვევაში შემოვა მედიკამენტები, რომელიც იქნება იაფი, მაგრამ ხარისხი ძალიან საეჭვო იქნება და მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის. ჩვენ მივდივართ ამ გეგმით. ახლა რადგანაც მოლაპარაკების ფაზაა, მე არ მაქვს უფლება, კონკრეტული კომპანიები დავასახელო, მაგრამ ეს კომპანიები იქნება ბევრად მეტი, ვიდრე მე მქონდა კომუნიკაცია, ვინაიდან ჩვენ შევქმნით სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ღია კონკურენციას და კომპანიების სახელებს უკვე აქვს მეორადი, მესამედი მნიშვნელობა. დაე, მოგვაწოდონ ხარისხიანი და ხარჯეფექტური პროდუქცია", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ სექტემბრიდან 200-ზე მეტი დასახელების პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასების შემცირება მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics