19:39 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 14:07:19, 815 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა და კომპანია „ბადაგონმა“, ფაქტორინგული მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს ბანკმა და  კომპანია „ბადაგონმა“, ბაზარზე პირველად საერთაშორისო ფაქტორინგული კომპანიების ასოციაციის ფარგლებში ფაქტორიგნული მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადეს.

ფაქტორინგის მეშვეობით, საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ქვეყნიდან ექსპორტის ზრდას და შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ კომპანიებს საკუთარი პროდუქცია ხელსაყრელი პირობებით შესთავაზონ უცხოელ პარტნიორებს. ფაქტორინგი გულისხმობს კომპანიის მოკლევადიანი დებიტორული ვალდებულების ბანკის მიერ შესყიდვას, რაც შესაძლებლობას აძლევს კომპანიას განვადებით გაყიდულ პროდუქციაში მიიღოს გაყიდული პროდუქციის თანხა ბანკში ინვოისის წარდგენისთანავე, უზრუნველყოფის გარეშე.

„საქართველოს ბანკმა ერთ-ერთმა პირველმა შეთავაზა მომხმარებელს ადგილობრივი ფაქტორინგის მომსახურება ასევე საერთაშორისო ფაქტორინგი, როგორც Factors Chain International-ის (FCI) ერთადერთმა წევრმა საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საქართველოს ბანკს აქვს გაფორმებული ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) საერთაშორისო ფაქტორინგის დაფინანსების მხარდაჭერის კუთხით. საქართველოს ბანკს ფაქტორინგის მომსახურების გაწევა შეუძლია ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასთან“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორატიული საბანკო საქმიანობის დირექტორმა, ვასილ ხოდელმა.

“მოხარული ვართ, იმ ფაქტით, რომ „ბადაგონი“ არის პირველი კომპანია საქართველოში, ვინც Factors Chain International-ის (FCI) ფარგლებში ფაქტორინგული ოპერაცია განახორციელა. აღნიშნული პროდუქტი კარგად ერგება კომპანიის არსებულ საჭიროებებს. გვეძლევა მოქნილობა, შევთავაზოთ, უცხოელ პარტნიორებს ჩვენი პროდუქცია მათთვის უფრო მისაღები პირობებით, რაც თავის მხრივ გაზრდილი რეალიზაციის მოლოდინს გვიქმნის. დიდი მადლობა ”საქართველოს ბანკს“ პარტნიორობისთვის. მომავალშიც, აქტიურად ვგეგმავთ მათთან თანამშრომლობას“, - განაცხადა შპს „ბადაგონის“ დირექტორმა, გერმანე შენგელიამ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics