01:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-10 18:35:40, 745 ნახვა

სამხედრო
სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამაში ერთვება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო დაჭრილი ჯარისკაცების პროგრამაში კიბერუსაფრთხოების კუთხით ერთვება.

დღეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ ISAF-ის მისიის დროს დაჭრილი სამხედროები ბიუროში მიიღო. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში, ქალბატონი შერი მიშელი დაესწრო.

შეხვედრაზე დაჭრილ სამხედროებს  ბიუროს საქმიანობა,  მიზნები და ამოცანები გააცნეს, ასევე წარუდგინეს პრეზენტაცია ქსელური მოწყობილობების უსაფრთხოდ მოხმარების შესახებ. სტუმრებისათვის  ბიუროს ტექნოლოგიების ციკლის ვიზუალიზაცია განხორციელდა. სამხედროები პრაქტიკული რჩევების და თავდაცვის სამინისტროს კიბერშესაძლებლობების საკითხით დაინტერესდნენ.

პროექტი საწყის ეტაპზე დაჭრილი სამხედროების შერჩევასა და კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსის სწავლებას, შემდეგ კი ბიუროში დასაქმებას ითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics