17:59 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 16:50:27, 5059 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: სწავლება მასშტაბით ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობის თვასაზრისით გვაქვს

„თამამად  შეიძლება ითქვას, რომ  ეს სწავლება თავისი მასშტაბითა და  ფუქნციური დატვირთვით,  ერთ-ერთი გამორჩეული სწავლებაა თავდაცვის ძალების ისტორიაში“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მრავალეროვნული სწავლების, „Agile Spirit 2019“ დახურვის ცერემონიალზე განაცხადა.

ლევან იზორიამ სწავლებაში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსასამხურეებს და აშშ-ის არმიის ევროპის სარდლობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალში სწავლების მასშტაბის  გაფართოება იგეგმება.

„ჩვენ უკვე წელს ვგეგმავთ მომავალი „მტკიცე სულის“ სწავლებების მასშტაბების  გაფართოებას, რომელიც, როგორც სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობაში, ისე  მის ფუნქციურ დატვირთვაშიც აისახება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლების მასშტაბი ასახავს იმ მზარდ დინამიკას, რომელიც საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის თვასაზრისით აქვს.

„დინამიკა ორიენტირებულია მომავლისკენ და ამ დინამიკით  ჩვენ აბსოლუტურ თანხვედრაში ვართ სწორედ აქ, ერთი წლის წინ, ჩვენს მიერ გაცხადებულ სტრატეგიული მზადყოფნის მიდგომასთან, რომელიც ჩვენი თავდაცვის ძალების მომზადების და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის მაღალ დონეს გულისხმობს. ამ მაღალი ხარისხის მზადყოფნის შეფასების, მისი გაზომვის საფუძველს გვაძლევს აღნიშნული მრავალეროვნული სწავლება,  რომელიც სიმაყით მინდა ვთქვა ჩვენ წარმატებით დავასრულეთ. სწავლების მთავარი გზავნილიც სწორედ არის „ძალა პარტნიორობაშია“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics