|
2015-06-12 13:31:08, 648 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი ბანკმა" ქველმოქმედებისათვის საკუთარი სერვისები გაამარტივა
სპეციალურად სოლიდარობის ფონდისათვის თიბისი ბანკმა საკუთარი სერვისები გაამარტივა. მათთვის, ვისაც სურს დაეხმაროს 22 წლამდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს, შეეძლებათ, გამოიყენონ თიბისი ბანკის გამარტივებული სერვისები. კერძოდ, სოლიდარობის ფონდში თანხის გადარიცხვის მსურველთათვის თიბისი ბანკმა სამი არხიდან გაამარტივა გადარიცხვები. ეს არის: · თიბისი ბანკის ინტერნეტ ბანკი, რომელსაც დაემატა განყოფილება ‘“ქველმოქმედება“. ეს ღილაკი იძლევა საშუალებას, ერთჯერადად ან ყოველთვიურად გამარტივებული წესით გადარიცხოთ თანხა ონკოლოგიური პაციენტებისათვის. · თიბისი კონსტანტას ფილიალში არსებული TBC Pay-ს აპარატები, რომელსაც პირველ გვერდზე დაემატა სპეციალური ღილაკი ‘“ქველმოქმედება“. · თიბისი ბანკის ფილიალები, სადაც შეძლებთ ანგარიშის ნომრის გარეშე, უმარტივესი პროცედურით გადარიცხოთ თანხა. ერთი თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ქველმოქმედების ღილაკი TBC Pay-ს ყველა აპარატს დაემატება. საქართველოს სოლიდარობის ფონდი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2013 წელს შეიქმნა შეიქმნა. ფონდის მიზანია საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ქვეყანაში ფართოდ და სისტემურად დაინერგოს „მიკრო-ფილანტროფია“ ანუ მცირე ქველმოქმედება და თავად საზოგადოების მიერ შექმნილი ალტერნატიული, არასაბიუჯეტო რესურსით, შესაძლებელი გავხადოთ მძიმე სენით დაავადებული ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების დახმარება. ცოტა ხნის წინ თიბისი ბანკმა საქართველოს სოლიდარობის ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა. ეს აქცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წლიური შეხვედრის დელეგატების სახელით განხორციელდა. თანხა სოლიდარობის ფონდში სწორედ EBRD-ის დელეგატების სახელზე გადაირიცხა. ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სულ ფონდის ამოქმედებიდან დღემდე 2 600 000 ლარზე მეტი მოხმარდა.
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
თეთრი სახლი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანზე დარტყმების განახლების საკითხს განიხილავს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)