20:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-11 17:51:21, 343 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი სპორტსმენების გასამხნევებლად, ბაქოში ათლეტთა სოფელს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი სპორტსმენების გასამხნევებლად, ბაქოში დღეს ათლეტთა სოფელს ეწვია.
მთავრობის მეთაურმა მათ ევროპის ოლიმპიური თამაშების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
პრემიერი ქართველი სპორტსმენების ამაღლებული განწყობით კმაყოფილია.
„ყველა არის მოწოდებული გამარჯვებისთვის და მე, მთავრობის წევრებთან ერთად, აქ ჩამოვედი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამემხნევებინა ჩვენი სპორტსმენები, მესურვებინა მათთვის  წარმატება, რადგან ეს იქნება მთელი ქვეყნის სიამაყე და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ამ ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, თბილისში ველოდებით ევროპის ქვეყნებს, ჩვენთან გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა და ეს იქნება ძალიან დიდი ღონისძიება ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ოლიმპიური თამაშების დაწყება ჩვენს სპორტსმენებს და ვუსურვო წარმატება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ბაქო 2015 - პირველ ევროპულ თამაშებში 105 ქართველი ათლეტი სპორტის 17 სახეობაში იასპარეზებს.
ათლეტთა სოფელში დღესვე სპორტსმენთა მისასალმებელი ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. სპორტსმენებს ილჰამ ალიევის მეუღლე მეჰრიბან ალიევა მიესალმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics