07:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-10 10:56:28, 717 ნახვა

ეკონომიკა
ბიუჯეტის შეკვეცის მიმართულებით, საბოლოო ვარიანტი, სავარაუდოდ, ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი

ბიუჯეტის შეკვეცის მიმართულებით, საბოლოო ვარიანტი, სავარაუდოდ, ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  ჟურნალისტებს განუცხადა.

ვიცე პრემიერი ჯერჯერობით არ ასახელებს კონკრეტულ ციფრებს,  თუ რა რაოდენობით მოხდება ბიჯეტის კორექტირება.

"გუშინ შედგა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ფინანსთა მინისტრი მუშაობს ამ საკითხზე. დღეს ბოლო კომუნიკაციას ახდენს იგი ყველა სამინისტროსთან  და ხვალ, სავარაუდოდ, მთავრობის სხდომაზე იქნება წარმოდგენილი საბოლოო ვარიანტი ყველა სამინისტროში, მათ შორის ჩვენშინ. რა თქმა უნდა,  ძირითადი შეკვეცა ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით ხდება,  პრემიებისა და შრომის ანაზღაურების მუხლში ხდება ძირითადი შეკვეცა. ხვალ მთავრობის სხდომაზე იქნება საბოლოო ციფრები წარმოდგენილი",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, 4 ივნისის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ფინანსთა მინისტრ ნოდარ  ხადურს დაავალა,  10 ივნისამდე ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი  წარედგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics