|
2015-06-09 19:36:16, 337 ნახვა
საზოგადოება
საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის საკითხმა საკრებულოს სხდომაზე კამათი გამოიწვია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის თემამ დეპუტატებს შორის დაპირისპირება და კამათი გამოიწვია. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, წელს შესაძლოა 17 ათასი ბავშვი ბაგა-ბაღის გარეშე დარჩეს. უმცირესობამ საკრებულოს უმრავლესობა უმოქმედობაში დაადანაშაულა. „რას ვუშვებით იმ 17 ათასს ბავშვს, რომელიც რჩება სკოლის გარეთ და მათ, ვინც ბაღებში ვერ დარეგისტრირდება. ჩვენ გთავაზობთ გამოსავალს ვაუჩერების გაცემის სახით ამ ბავშვებისთვის. თქვენ არ გინდათ ამის გაკეთება და არ იმჩნევთ ამას“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ. საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის თამარ ტალიაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ახდენს. იგი დაინტერესდა, რატომ დაიხურა ყოფილი ხელისუფლების დროს თბილისში 50 საბავშვო ბაღი და რატომ იხსნებოდა „ნაციონალური მოძრაობის" ოფისები საბავშვო ბაღების შენობებში. საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა კი აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების გარეთ არც ერთი ბავშვი არ დარჩება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)