00:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 13:23:48, 613 ნახვა

ეკონომიკა
ანაკლიის ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაზე საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ საბოლოო წინადადებებს ორი კომპანია წარადგენს,

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან ცნობით, სამთავრობო კომისიამ კვალიფიციურად ცნო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და „ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკის და პორტის და Power China კონსორციუმის“ განაცხადებები.

„სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორივე კანდიდატს უპირატესი განმცხადებლის სტატუსი მიენიჭა.

მომდევნო ეტაპზე უპირატეს განმცხადებლებთან მოლაპარაკებები წარიმართება. საბოლოო წინადადებების წარდგენის შემდეგ კი, გამოვლინდება გამარჯვებული, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics