00:47 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-09 12:25:58, 555 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 34 %-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წლის I კვარტალში 175 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34%-ით ნაკლებია.

საქსტატის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემომავალმა ნაკადებმა 444 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2015 წლის I კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტორი ქვეყნების პროცენტული სტრუქტურის მიხედვით, პირველ ადგილზე აზერბაიჯანი იმყოფება 34%-ით, მეორეზე - თურქეთი 15%-ით ხოლო მესამეზე - რუსეთი 13%-ით.

საქსტატის ცნობით, უმსხვილესი სექტორების წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2015 წლის I კვარტალში 97% შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 146 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობა 24 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სამთომოპოვებითი მრეწველობა 18 მილიონი აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საბანკო სექტორში, 2015 წლის I კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უარყოფითი ნიშნით დაფიქსირდა და - 18 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics