12:00 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-08 20:21:26, 646 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს კომპანია YANAIR-ი

9 ივნისიდან საქართველოსა და უკრაინას შორის პირდაპირ რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს უკრაინული ავიაკომპანია YANAIR.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 
მათივე ცნობით, ავიაკომპანია ფრენებს შეასრულებს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით თავდაპირველადკვირაში ორი, ხოლო მ.წ. 2 ივლისიდან  სამი სიხშირით კვირაში.
 
ცნობისთვის,ავიაკომპანია YANAIR საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა 2014 წლის აგვისტოში და რეგულარულ ფრენებს ასრულებდა კიევიდან თბილისისა და ბათუმისმიმართულებით, ხოლო ოდესასა და ბათუმს შორის დღემდე მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს ახორციელებს.
 
კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით ავიაკომპანია YANAIR-ის მიერ განხორციელებული პირდაპირი რეგულარული რეისების შედეგად 2014 წელს გადაყვან-ილი მგზავრების რაოდენობამ 3174 მგზავრი შეადგინა, ხოლო კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით გადაყვანილ იქნა 7467 მგზავრი.
 
ავიაკომპანია YANAIR-ის გარდა,  უკრაინის მიმართულებით ფრენებს ანხორციელებენ აგრეთვე „უკრაინის ავიახაზები“,  „დარტი“ და „დნეპრავია“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics