12:22 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 18:23:20, 356 ნახვა

საზოგადოება
მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არ დაიჭირო“ იმართება.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს მაისურებზე წარწერები აქვთ დატანილი - „არ დაიჭირო“. ანალოგიური წარწერები ბანერებზეცაა გაკრული.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა „2 ივნისის“ წევრმა ტორესა მოსიმ განაცხადა, წლევანდელი სლოგანით მათ პრემიერ-მინისტრს საქმე გაუმარტივეს. მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია ერთმანეთში აერია.

„წლევანდელი სლოგანი გავამარტივეთ. შარშან ვერ გაიგო პრემიერმა. მას ერთმანეთში აერია დეკრიმინალიზაცია და ლეგალიზაცია. ამიტომ გავუმარტივეთ საქმე და წელს ჩვენი სლოგანია „არ დაიჭირო“. მოთხოვნების არსი უცვლელია. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვითხოვთ მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. არ შეიძლება მარიხუანის მოწევის გამო ადამიანი იჯდეს ციხეში და იხდიდეს სასჯელს“, - განაცხადა ტორესა მოსიმ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე მიმდინარეობს. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟია მობილიზებული. აქციაზე ბანერები შემდეგი წარწერებითაც აქვთ მიტანილი - „ჩვენთან არიან შოთა, ვაჟა, ილია, აკაკი და შენ ირაკლი?“, „შარდის საქმეთა სამინისტრო“, „მარიხუნის მოწევა არაა კრიმინალი“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics