18:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-28 10:16:08, 400 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალი “ავერსი“ 11 წლისაა

11 ივნისს ჟურნალი “ავერსი" 11  წლის იუბილისადმი მიძღვნილ საღამოს მართავს.

უკვე 11 წელია ჟურნალი “ავერსი" ყოველთვიურად გაცნობთ სამედიცინო სიახლეებს, დაავადებათა მკურნალობისა და პროფილაქტიკის უახლეს მეთოდებს, და რაც მთავარია, გირჩევთ, თუ როგორ შეინარჩუნოთ  ცხოვრების ჯანსაღი წესი.

იუბილეზე მიწვეულნი არიან ჟურნალის ყველაზე აქტიური მკითხველები, სამედიცინო საზოგადოება  და ჟურნალისტები.

საიუბილეო საღამოზე დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართება – ჟურნალი ყველაზე აქტიურ და ყველაზე ნორჩ მკითხველებს დააჯილდოვებს. სამახსოვრო პრიზები  იმ მოწვეულ ექიმებსაც გადაეცემათ, რომლებიც ამ თერთმეტი წლის განმავლობაში ჟურნალთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

ჟურნალი „ავერსის“  11 წლის მანძილზე უწევს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და სწორედ ამიტომ ამ დღეს ჟურნალი „ავერსი“  სპორტულ გასართობ ცენტრში აღნიშნავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics