20:31 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 12:36:30, 1336 ნახვა

სამხედრო
366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო - ვიდეო

საქართველოს მასშტაბით ერთდროულად 6 ადგილას - თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

სამხედრო  ფიცი საზეიმო ვითარებაში 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.

თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიალზე, ერთი საჯარისო ნაწილი, მკვლევარების დახმარებით აღდგენილი, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებით იყო წარმოდგენილი. ჯარისკაცები, ასევე აღჭურვილნი იყვნენ იმ დროისთვის შესაფერისი იარაღით.

ფიცის დადების ცერემონიალს ლიტვიდან მოწვეული ორკესტრი აფორმებდა. საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ამასთან, ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიალს გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები დაესწრნენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics