19:34 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 15:30:47, 410 ნახვა

საზოგადოება
26 მაისთან დაკავშირებით, ზუგდიდის გამგეობამ ენგურის ხიდზე სამშვიდობო მარში და კონცერტი გამართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ზუგდიდში რუხის ადმინისტრაციული ერთეულიდან დაიწყო.

მუნიციპალიტეტის გამგეობამ ენგურის ხიდზე სამშვიდობო მარში და კონცერტი გამართა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანია, კულტურის სამსახურის უფროსი მაია ჩიტაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით ანსამბლმა „ოდოია“–მ ქართულ – აფხაზური ხალური სიმღერები შეასრულა ხოლო ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იმედი“–მა ენგურის ხიდზე სიმბოლურად აფხაზური ცეკვა დადგა.

ღონისძიების დასასრულს ტრადიციულად ცაში მშვიდობის მტრედები და ბუშტები გაუშვეს.

26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წლიდან იღებს სათავეს.

1917 წლის რუსეთში მომხდარ ბურჟუაზიულ რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული საბჭო, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SOLO-ს მხარდაჭერით, თბილისი თანამედროვე ხელოვნების პირველ საერთაშორისო აუქციონს უმასპინძლებს
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics