2015-05-21 09:46:00, 774 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ქადაგიძე: ლარის უფო მეტ გაუფასურებას არ ველოდებით
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საშუალო ვადიან პერსპექტივაში ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება არ მოხდება.
ამის შესახებ ქადაგიძემ პარლამენტში საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაურთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ლარის კურს ამ ეტაპზე გამყარების მიმართულება არ აქვს.
„რამდენიმე დღის წინ განვაცხადე და ახლაც შემიძლია იგივე გავიმეორო, კურს ახლა აქვს გამყარების მიმართულება. რეალურად, ჩვენ საშუალო ვადიან პერსპექტივაში უფრო მეტ გაუფასურბას არ ველოდებით“, – აღნიშნა ქადაგიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან