00:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-11 11:15:36, 344 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ნაკრაში ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებენ

მესტიის რაიონის სოფელ ნაკრაში ადგილობრივი მოსახლეობა ნენსკრაჰესის მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მოსახლეობამ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეების  განცხადებით, ტერიტორია მეწყერსაშიშია, რის გამოც სოფელში ჰესის მშენებლობამ შესაძლოა სავალალო შედეგები მოიტანოს და სამი დასახლება დატბოროს.

გარდა ამისა, სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ ნაკრა მჟავე წყლებით  მდიდარია, მდინარის კალაპოტის შეცვლის შემთხვევაში კი ეს რესურსი დაიკარგება.

„იმის მაგივრად, რომ მთავრობამ სოფლის მოსახლეობაზე, ჩვენი ინტერესების დაცვაზე იზრუნოს და მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს, მეორე საფრთხის წინაშე აყენებენ სოფელს. ჩვენი ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში და ასეთი დიდი ზარალის საფრთხის გამო ამ ჰესის აშენების წინააღმდეგია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი“, - აცხადებენ სოფელ ნაკრას მცხოვრებლები.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი განმარტავს, რომ ჰესის მშენებლობა ადგილობრივ მცხოვრებლებს პრობლემებს არ შეუქმნის. მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი დასკვნები და  ნენსკრაჰესი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics