12:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 13:07:43, 1251 ნახვა

სამხედრო
ლელა ჩიქოვანმა SNGP-ის მრჩევლები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მრჩევლები დააჯილდოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანელი კაპიტანი ხარვი სი და ესპანელი ვიცე-პოლკოვნიკი სერხიო გომეზ ტორრესი "გენერალ გიორგი კვინიტაძის" სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა ექსპერტებს საქართველოსა და ნატოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილის, ასევე ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოში საკუთარ მისიას ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ბრიტანელი მრჩეველი ივლისიდან, ხოლო ესპანელი - ივნისიდან ასრულებდა.

ღონისძიებას SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერი კაპიტანი (საზღვაო) შტეფან ანიქოფერი, საერთაშორისო მრჩევლები, JTEC-ისა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), ასევე თავდაცვის უწყების საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტისა წარმომადგენლები დაესწრნენ.

(NS) 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics