15:24 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-16 16:03:13, 3247 ნახვა

კულტურა
9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა

9 აპრილის ბაღში საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა.
გამოჩენილი მსახიობის ძეგლის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მსახიობის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
ოთარ  მეღვინეთუხუცესის ძეგლის ავტორი  ლევან ვარდოსანიძეა.
„ძალიან რთული იყო ამ უდიდესი მსოფლიო არტისტისთვის ძეგლის გახსნა. დიდი მადლობა მერიას, რომ მხარში დაგვიდგა“, –აღნიშნა ვარდოსანიძემ.
მეღვინეთუხუცესის ძეგლის გახსნა სიმბოლურად მის დაბადების დღეს დაემთხვა.
„მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანის ძეგლის გახსნის დღე გვაქვს, როგორიც ოთარ მეღვინეთუხუცესი იყო. ძეგლის გახსნა სიმბოლურად მის დაბადების დღეს დავამთხვიეთ. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ღირსეულ ადგილას ღირსეულ ძეგლს დავუდგამდით. მისი ღვაწლი ძალიან დიდი იყო. რაც არ უნდა გავისარჯოთ, ამაგს, რაც მას ქართულ კინოს განვითარებაში მიუძღვის, ვერასოდეს დავაფასებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ოთარ მეღვინეთუხუცესის ღვაწლსა და დამსახურებაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გაიხსნა. მისი პროფესიული 60 წლიან მანძილზე მან არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლი შექმნა კინოში და თეატრშიც. მაგრამ მიუხედავად უდიდესი საერთაშორისო აღიარებისა, მას თავმდაბლობა ახასიათებდა. ყველაზე მთავარი რაც მას ჰქონდა, გარდა უამრავი ჯილდოსი თუ პრემიისა, იყო ის, რომ მას ხალხის სიყვარული ჰქონდა, დღევანდელი დღეც ამის დასტურია“, – აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
დენის ფასის გაზრდის მიუხედავად, ოცნებამ 157 ენერგეტიკულ კომპანიას 1 მილიარდი ლარის ჯარიმები აპატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics